Friday, April 10, 2015

მითი N41 + 1: "ამერიკა იქნება თუ რუსეთი რა აზრი აქვს?"

200 წლის მანძილზე რუსეთი:

- გვხოცავს
- "ერთმორწმუნე რუსეთი" ებრძვის მართლმადიდებელ ეკლესიას. ნერგავს აგენტებს და ა.შ.
- ანაწევრევს ტერიტორიებს
- აღვივებს ეთნიკურ შუღლს
- აწყობს ტერორისტულ აქტებს
- გვიწესებს ემბარგოს
- ხელს უწყობს პოლიტიკურ დესტაბილიზაციას

ამერიკის შეერთებული შტატები:

- გვეხმარება ფულით
- გვაძლევს პოლიტიკურ მხარდაჭერას
- ცდილობს ნატოში შეგვიყვანოს
- აძლიერებს ჩვენს სამხედრო ძალას
- 2008 წელს თბილისში და ბათუმში რუსების შემოსვლისგან გადაგვარჩინა სამხედრო ხომალდების შემოყვანით

ამ პოსტში არ ვამახვილებ ყურადღებას ისეთ მდაბიო აზრებზე, როგორიცაა: "გვრყვნიან", "ფულით გვიპყრობენ", "მასონები ეგენი" და ა.შ.

Wednesday, March 18, 2015

არის თუ არა რუსეთი ერთმორწმუნე

რუსეთის მოსახლეობა 146 მილიონი ადამიანია.

აქედან:

- 13% ათეისტი (19 მილიონი ადამიანი)
- 6.5% მუსლიმი (9.5 მილიონი ადამიანი)
- 25% მორწმუნე, მაგრამ არარელიგიური (36.5 მილიონი ადამიანი)
- 5% ჩამოუყალიბებელი (7.3 მილიონი ადამიანი)

მართლმადიდებელი მოსახლეობის მხოლოდ 41%-ია. ნახევარზე ცოტა. აქედან, უდიდესი ნაწილი ეკლესიაში არ დადის.

საქართველოში 84% მართლმადიდებელი ქრისტიანია. 10% მუსლიმი და 6% სხვა რელიგიის წარმომადგენლები.

პროცენტულად, საქართველოში 2-ჯერ მეტი ქრისტიანია, ვიდრე რუსეთში.

თუ ავიღებთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, 72% ქრისტიანია.

გამოდის, რომ ამერიკა უფრო ერთმორწმუნეა, ვიდრე რუსეთი.