Thursday, March 19, 2015

ციკანი გაძვირდა. ანუ რატომ შევაბიჯეთ ეკონომიკურ კრიზისში



ექსპორტი:

2014 წლის იანვარ-თებერვალი: 440 მილიონი დოლარი
2015 წლის იანვარ-თებერვალი: 324 მილიონი დოლარი

26%-იანი კლება

იმპორტი:

2014 წლის იანვარ-თებერვალი: 1 134 მილიონი დოლარი
2015 წლის იანვარ-თებერვალი: 1 109 მილიონი დოლარი

2.2%-იანი კლება

ლარის გაუფასურებას ექსპორტი უნდა გაეზარდა, რადგან ქართული პროდუქცია უცხოელისთვის უფრო იაფი ჯდება ეროვნული ვალუტის გაუფასურების დროს. თუმცა ამის მიუხედავად, 26%-ით შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა კრიზისისკენ მიდის.

იგივეს მოწმობს იმპორტის კლება. საქართველოში საქონლისა და სერვისის მოხმარების 60%-ზე მეტი იმპორტირებულია. იმპორტის შემცირება დიდწილად ნიშნავს, რომ მოხმარება მცირდება. მოხმარება საქართველოს მსგავს ქვეყანაში როდესაც მცირდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობა ღარიბდება, რადგან უფრო ნაკლები ღირებულების საქონელს და სერვის მოიხმარს.

ეკონომიკური ზრდა 2015 წლის იანვარში 0.5% დაფიქსირდა. პირველად უკანასკნელი 15 წლის მანძილზე (2009 წელს თუ არ ჩავთვლით. ამ წელს საქართველომ ომი და მსოფლიო ფინანსური კრიზისი გადაიტანა), მსოფლიო ეკონომიკა იზრდება უფრო სწრაფად, ვიდრე საქართველოს ეკონომიკა. 

ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვღარიბდებით.

No comments:

Post a Comment